|
2021-05-29 12:32:41, 615 ნახვა
პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე - გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოსვლა გაუჭირდება, ეს არ არის სელფის დადება
მისთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა იოლი არ იქნება, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას. როგორც მან აღნიშნა, გახარია ძირითადად, „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება, რადგან ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი მას მხარს არ დაუჭერს. „იოლი არ იქნება მისთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა. ეს არ არის სელფის დადება და ასობით ათასი მოწონების დაგროვება. მან უამრავ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, განსაკუთრებით 20 ივნისთან დაკავშირებით. როგორ მოახდენს პოზიციონირებას, რა პოზიციები ექნება მას, თუნდაც, „ქართულ ოცნებასთან“, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, თუ მას სურს ოპოზიციონერობა, ვისი ოპოზიცია იქნება? რაც შეეხება იმას, თუ ვისი კონკურენტი იქნება. ის ძირითადად, „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩეველი გიორგი გახარიას არასდროს მისცემს ხმას, ისევე როგორც სხვა რეალურად ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის - „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)