|
2021-05-29 10:13:39, 877 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის 88 მლნ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ფისკალური ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფა იგეგმება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ პროექტში ვკითხულობთ, ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და კრემლიდან მომდინარე გავლენის შეკავებას. ამასთანავე, პროექტში წერია, რომ დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური შემოწმებებისა და ბალანსის გამტკიცებას, კანონის უზენაესობას და უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. საიმედო და დაბალანსებული მედიის ხელმისაწვდომობას. ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს და შერიგების მცდელობებს, მათ შორის, აფხაზეთის რეგიონში. „ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას, ასევე რეფორმებს, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად. კერძო სექტორის გაფართოებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ასევე სოფლის მეურნეობის პროუქტიულობას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. გაზრდილი დაფინანსება იქნება ხელშემწყობი ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოებისთვის, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობებისა და რუსეთიდან მომდინარე მავნე გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ინტეგრაციას“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ პროექტში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)