|
2021-05-28 13:57:51, 495 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - კორექტირებული ბიუჯეტი იქნება უპრეცედენტო თავისი ხარჯვითი და შემოსულობების ნაწილში
ჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა დაიწყო. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ოთხი თვის მონაცემებით, პრივატიზაციის წლიური გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული. “მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა აჭარის რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტირებაზე და როგორც სამინისტროებს, ასევე მუნიციპალიტეტებს მინდა ვთხოვო, რომ ძალიან ოპერატიულად ყველა პროექტი და ყველა მოთხოვნა წარადგნინონ ფინანსთა სამინისტროში, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული კორექტირებულ ბიუჯეტში. ასევე, აღვნიშნავ, რომ უკვე 4 თვის მონაცემებით, გადაჭარბებით არის შესრულებული პრივატიზაციის წლიური გეგმა. ეს გვაძლევს საშუალებას ბიუჯეტი დავგეგმოთ საკმაოდ ოპტიმისტურად და იყოს გათვალისწინებული ყველა ის საკითხი, რომელიც აჭარის მოსახლეობას აწუხებს. შეიძლება ითქვას, რომ კორექტირებული ბიუჯეტი იქნება უპრეცედენტო თავისი ხარჯვითი, ასევე შემოსულობების პროგნოზის ნაწილში. შესრულებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ასახული იქნება ყველა ის პრიორიტეტი, სხვადასხვა სფეროს მიმართებით, რომელიც ამ ბიუჯეტში უნდა იქნას გათვალისწინებული და ასევე, პრივატიზაციის პროცესი კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით წარიმართება. ეს საბოლოო ჯამში იქნება წინაპირობა იმისა, რომ ყველა ინფრასტრუქტურული ღონიძიება უკლებლივ იქნას გათვალისწინებული, მათ შორის კაპიტალური ტრანსფერების ნაწილში. ყველა ეს ღონისძიება, რომელიც იქნება დაგეგმილი, უნდა იყოს შესრულებული 100 პროცენტიანი ათვისებით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხვნა-თესვის პროგრამა, რომელიც წინა წელს დავიწყეთ, გვაქვს შესრულებული გადაჭარბებით. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ფერმერებს მიმდინარე პროცესშიც ხელი შევუწყოთ ამ პროგრამის სრულად და ეფექტიანად შესრულებაში, - განაცხადა რიჟვაძემ.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)