|
2021-05-28 13:30:47, 732 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძე გიორგი გახარიას გუნდს უერთდება
საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძე გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ლევან დოლიძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით, ქვეყანაში ჩნდება შანსი, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, არამედ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. „ერთმნიშვნელოვნად ვადასტურებ ჩემს გადაწყვეტილებას, გვერდში დავუდგე ბატონ გიორგი გახარიას, მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით, ამ ქვეყანაში ნამდვილად ჩნდება იმის შანსი, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო, როგორც ზოგადად პოლიტიკური სპექტრისთვის და გარემოსთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და სწორედ ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა ჩემს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება. ის თუ როგორი იქნება ჩემი როლი და მონაწილეობის ფორმა ამ პროცესსში, ბუნებრივია, ამას ჩვენ დრო გვიჩვენებს და უახლოეს მომავალში გაიგებთ“, - განაცხადა ლევან დოლიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)