09:13 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-26 12:03:14, 720 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - 26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს, გამარჯვებაა, რომ ქვეყანამ ომს, ოკუპაციას, პროვოკაციებს გაუძლო

26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს, გამარჯვებაა, რომ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში უმძიმეს გამოწვევებს - ომს, ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციას, პროვოკაციებს გაუძლო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი, გიორგი კვინიტაძე

„2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას, 70- წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას. სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მე-11 არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. საზეიმო დღეა, რამეთუ 100 წლის შემდეგ, ქართული ჯარის დამფუძნებელი კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი პანთეონში ქვეყნის გამოჩენილი და დამსახურებული შვილების გვერდით, კუთვნილ ადგილს იკავებს.

26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს. გამარჯვებაა, რომ ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო, ომს, მისი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციას, პროვოკაციებს, ქვეყანამ შეძლო საკუთარი არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეგუებოდა დაბროკლებას, მუქარას და თავდასხმას. ამ ურთულეს რეგიონში საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics