|
2021-05-26 12:10:34, 841 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აშშ-ის მთავრობის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის წერილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და გმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. შეერთებული შტატები და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები, რაც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე. მომდევნო წლებში მზად ვართ, საქართველოს მხარდასაჭერად, რადგან ის მუშაობს დემოკრატიული პროცესების განმტკიცების, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისა და პარლამენტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, ასევე მათ ძალისხმევას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისკენ, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ აღდგენის პროცესში. ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის სულისკვეთებით, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით და ვაფასებთ მის წვლილს ნატოს ავღანეთის მისიაში. ჩვენ პატივს ვცემთ იმ ქართველებს, რომლებმაც თავი გაწირეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ წერილში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)