|
2021-05-24 19:26:51, 649 ნახვა
რეგიონი
კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი ქედაში - „თანამშრომლობა და მობილობა სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“
მალე, ახალი ვებპორტალი - www.smartkeda.ge ამოქმედდება, რომლის მიზანია ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა ქსელისა და კავშირების განვითარებით, რაც მიზნად ისახავს თემის გაძლიერებას და ადგილობრივი პროდუქტების და სერვისების მარკეტინგს, როგორც ქედის მუნიციპალიტეტში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ღვინის მარნები, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, საწარმოები, სოფლის მეურნეობა, მომსახურება, საკონდიტროები, პოპულარული ადგილები - ეს ის საინფორმაციო ველებია, სადაც სერვისებისა და პროდუქტების შესახებ რეკლამის განთავსება თავად მეწამეებს შეეძლებათ. ქედის მერიაში, დღეს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრმა ვლადიმერ თებიძემ და შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის" დირექტორმა რაულ ცინცაძემ, პორტალის პრეზენტაცია გამართეს და აუდიტორიას პლატფორმის სარგებლობის წესები გაუზიარეს. პროექტის განმახორციელებელია ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, დონორი ორგანიზაცია კი UNDP. პარტნიორი ორგანიზაციაა ქედის ტურიზმის განვითარების ცენტრი.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)