|
2021-05-24 15:24:20, 563 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა - მაქსიმალურად ვაძლიერებთ ჩვენი სამინისტროს გუნდს, რომელიც ტურიზმის პოლიტიკაზე მუშაობს
„მარიამ ქვრივიშვილი თავისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, კრეატიულობითა და მონდომებით იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი საყრდენი ტურიზმის მიმართულებით, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მარიამ ქვრივიშვილის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის ფაქტი. „ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ ჩვენს გუნდს, სამინისტროს გუნდს, რომელიც მუშაობს ტურიზმის პოლიტიკაზე. ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მარიამ ქვრივიშვილის ჩემს მოადგილედ დანიშვნის შესახებ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, მარიამ ქვრივიშვილი შეიმუშავებს ტურიზმის ახალ პოლიტიკას, რომელიც პანდემიის გამო, განახლებას საჭიროებს. ასევე საქმიანობას წარმართავს ახალ პროექტებსა და ქვეყანაში ტურიზმის აღდგენაზე. „ჩვენ ვაგრძელებთ იმ გუნდის გაძლიერებას, რომელიც ტურიზმის საკითხებზე მუშაობს და მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეებს მოგახსენებთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)