|
2021-05-22 13:52:42, 671 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - პარლამენტის დღის წესრიგი ყველა შემთხვევაში შესრულდება, მიუხედავად „ენმ“-ის გადაწყვეტილებისა
„ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. სალომე სამადაშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ძალიან დატვირთული დღის წესრიგია, რომელიც ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, შესრულდება. „გვაქვს ძალიან დატვირთული დღის წესრიგი, იმიტომ რომ ძალიან სასწრაფოდ არის გასატარებელი ის საარჩევნო რეფორმა, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩემი აზრია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება ამაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი პარლამენტში და ეს დღის წესრიგი, ყველა შემთხვეევაში შესრულდება, მიუხედავად იმისა, „ნაციონალური მოძრაობა“ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)