|
2021-05-21 17:55:29, 575 ნახვა
საზოგადოება
რეგულირების სააგენტო მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორ კომპანიებს GMP და GDP სტანდარტის დაცვა მოუწევთ
რეგულირების სააგენტო საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორ კომპანიებს GMP და GDP, იგივე კარგი საწარმოო და სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტის დაცვა მოუწევთ. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე განმარტავს აღნიშნული ცვლილება ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს. შეგახსენებთ, რომ კარგი საწარმოო და სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტის დანერგვა კომპანიებმა 2022 წლის იანვრამდე უნდა შეძლონ. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მოსახლეობისათვის ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტური სამკურნალო საშუალებების მიწოდებას. „GMP და GDP სტანდარტების დაცვის მოთხოვნა 2022 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში. 2022 წლამდე არის გარდამავალი პერიოდი და იმ კომპანიებმა, რომლებიც ამ სტანდარტებს აკმაყოფილებენ, შეუძლიათ მოგვმართონ და შემოწმების შემდეგ მიიღონ სერტიფიკატი. რეგულირების სააგენტომ, კომპანიის მომართვის საფუძველზე უკვე გასცა, როგორც GMP ასევე GDP სერტიფიკატი. ამჟამად მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორი კომპანიები თანაბარ პირობებში იყვნენ, შესაბამისად აღნიშნული სტანდარტების დაცვა იმპორტიორ კომპანიებსაც მოუწევთ“, - აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)