02:10 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 13:16:31, 932 ნახვა

სამართალი
5 წლის ბავშვზე სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ  სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე  ს.ა. დამნაშავედ ცნო. 

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულს სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დმანისის რაიონის სოფელ მამულოში ს.ა.-მ ისარგებლა 5 წლის ლ.ა.-ს ასაკობრივი უმწეობით, რომელიც ვერ აცნობიერებდა მის მიმართ განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობას და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.   

სამართალდამცველებმა ს.ა. 2021 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით  (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ს.ა. სრულად ცნო  დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია პროკურატურის  განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics