|
2021-05-20 13:55:26, 660 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „Meliora 2020“-ის ჯილდო მიიღო
„საქართველოს ბანკმა“ პანდემიის პერიოდში განათლების მხარდაჭერისთვის განხორციელებული პროექტებისთვის საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „Meliora 2021”- ის ჯილდო მოიპოვა. ჯილდო ამ კატეგორიაში გადაეცემათ კომპანიებს, რომელთა მიზანია, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების და მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერა COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნით ბანკმა არაერთი პროექტი განახორციელა. მათ შორის, charte.ge-ს მხარდაჭერა, Zoom Education, „წიგნის თარო“, რის გამოც ბანკმა მოიპოვა კიდეც ჯილდო კატეგორიაში - „განათლების მხარდაჭერა ონლაინ სწავლების პერიოდში“ პანდემიის პერიოდში საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში 300 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს, რომლებსაც არ ქონდათ ინტერნეტი, Charte.ge-სთან ერთად ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა. ბანკმა მათ მთელი წლის ინტერნეტის საფასური დაუფარა. შედეგად, ახალგაზრდებმა შეძლეს სწავლის პროცესის ონლაინ რეჟიმში გაგრძელება. საქართველოს ბანკის ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ონლაინ ლექციების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით ბანკმა Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა და გადასცა უნივერსიტეტს. შედეგად, ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 68,912 შეხვედრა (ლექცია, სემინარი, ვორქშოპი). პანდემიის პერიოდში საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკმა “წიგნის თაროსთან“ თანამშრომლობით არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლა შექმნა. პროექტი იზოლაციის პერიოდში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფასო, დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს სთავაზობს. ‘წიგნის თაროს“ ონლაინ სკოლა სამ სეზონად დაიყო და ის ახლაც გრძელდება. შედეგად, მივიღეთ 1,383 რეგისტრირებული და აქტიურად ჩართული მოსწავლე. ჯამში, პანდემიის პერიოდში, საქართველოს ბანკის მიერ დისტანციური განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტებით უკვე 25 000-მდე სტუდენტმა და მოსწავლემ ისარგებლა. საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/340rr4g ინფორმაციისთვის, Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)