|
2021-05-19 15:48:57, 545 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ჩეხი მედიკოსები საქართველოში, ჩეხეთის რესპუბლიკის მუდმივი სამედიცინო ჰუმანიტარული პროგრამა MEDEVAC-ის ფარგლებში იმყოფებიან. ვიზიტის მიზანია პროგრამის სამომავლო სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავება. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა დელეგაციის წევრებს ონკო-გინეკოლოგიისა და კიბოს პრევენციის მიმართულებით აჭარის რეგიონში არსებული ვითარება და სახელმწიფო პროგრამები გააცნო. პროგრამა MEDEVAC-ის ფარგლებში კიბოს პრევენციის მიზნით აჭარაში ტრენინგი ჩაუტარდება სამედიცინო პერსონალს, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს სამედიცინო მომსახურების ხარისხი.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)