|
2021-05-18 16:05:36, 726 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - პარლამენტში უნდა ისმოდეს ამომრჩევლის ხმა, რაც ნიშნავს 150 დეპუტატის მონაწილეობას ამ პროცესში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, სადაც უნდა ისმოდეს ამომრჩევლის ხმა. როგორც კახა კუჭავამ ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს ამბიციური გეგმების განსახორციელებლად სჭირდება, რომ საკანონმდებლო ორგანოში ისმოდეს 150-ვე დეპუტატის ხმა. მანვე დასძინა, რომ ევროპელი პარტნიორები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება, რომ დაიკავონ ადგილები საკანონმდებლო ორგანოში. „ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს ყველა მხარეს, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს ის არჩევანი, რომელიც არის უალტერნატივო. პარლამენტში ისმოდეს მათი ამომრჩევლის ხმა და საკითხების განხილვა იყოს პარლამენტში და რა თქმა უნდა, ისინი მოუწოდებენ ყველა იმ პოლიტიკოსს და არჩეულ პარლამენტარს, რომელიც ჯერჯერობით არ შემოუერთდა პარლამენტის მუშაობას, რომ დაიკავონ ეს ადგილები. საქართველოს სჭირდება იმ ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ პარლამენტი იყოს სრულფასოვნად ფუნქციონირებადი და ყველა ამომრჩევლის ხმა ისმოდეს პარლამენტში, რაც ნიშნავს 150-ვე დეპუტატის მონაწილეობას ამ პროცესში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)