|
2021-05-18 14:31:41, 636 ნახვა
პოლიტიკა
საია-მ საქართველოს პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტების შესახებ მოსაზრებები წარუდგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს ფრაქცია ,,ქართული ოცნებისა“ და საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტი მიმოიხილავს იმ სამართლებრივ მოცემულობებს, რომლებზეც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია ამნისტიის განხორციელება და, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს პოლიტიური კრიზისის დაძლევის მიზნით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობითა და აშშ-ის ელჩის ჩართულობით 2021 წლის 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების საქართველოს კონსიტუციასა და საერთაშორისო სტანარტებთან ჰარმონიულ იმპლემენტაციას. „საია მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 144 1-3 მუხლებზე ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობის სრულ გამორიცხვასთან ერთად, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით/ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით). იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გაზიარებული მოსაზრება, 333-ე მუხლთან მიმართებით ამნისტიის გაუვრცელებლობის შესახებ, კანონმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის თანხმობა, როგორც სავალდებულო წინაპირობა, ამნისტიის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებთან მიმართებით გავრცელების თაობაზე», - აცხადებენ საია-ში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)