|
2021-05-18 11:51:44, 742 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ის, ვინც ქვეყანას უკან ქაჩავს, დარჩა პოლიტიკურ ობსაიდში და ერთმანეთთან ვიზიტებით შემოიფარგლებიან
ის, ვინც ქვეყანას უკან ქაჩავს, დარჩა პოლიტიკურ ობსაიდში და ერთმანეთთან ვიზიტებით შემოიფარგლებიან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, ოპოზიციის ნაწილზე საუბრისას განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, ოპონენტების ნაწილს სურდა, რომ გუშინ დმანისში სიტუაცია დააბულიყო, რათა საკუთარი ქვეყნისა და ინტერესების წინააღმდეგ გადაედგათ ნაბიჯები. „მესმის, რომ გარკვეულ ნაწილს ჩვენი ოპონენტების სურდა, რომ სიტუაცია დაძაბულიყო, როგორც წესი, ისინი ყოველთვის არიან იმის იმედად, რომ რაღაც დაძაბულობა მოხდება და საკუთარი ქვეყნის და ინსტიტუტების წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ საქმის კეთებაში, მომავალზე ორიენტირებული გეგმები და პროექტები წარვუდგინოთ საზოგადოებას და ჩვენი ქვეყანა წავიყავნოთ წინ. ის ვინც ქვეყანას უკან ქაჩავს ხედავთ, რომ დარჩა პოლიტიკურ ობსაიდში და ერთმანეთთან ვიზიტებით შემოიფარგლებიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან წარსულზე, ჩვენ მოქალაქეებს ვესაუბრებით მომავალზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)