|
2021-05-17 22:09:35, 493 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სოფელ ტაკიძეებში მცხოვრებ ქარცივაძეების ოჯახს ესტუმრა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და მერის მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად ,დღეს სოფელ ტაკიძეებში მცხოვრებ ქარცივაძეების ოჯახს ესტუმრა. ახმედ და გული ქარცივაძეების უხუცეს წყვილს, ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. ,,დღეს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქარცივაძეების ოჯახს ვსტუმრობდით, რომელიც პატრიარქის კურთხევით საქართველოში 17 მაისს აღინიშნება. ქარცივაძეების ოჯახი სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ოჯახების ნათელი მაგალითია. წყვილი, თანაცხოვრების 55 წელს ითვლის. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“- აღნიშნა ომარ ტაკიძემ. 97 წლის ახმედ და 82 წლის გული ქარცივაძეებმა ოჯახი 1966 წელს შექმნეს. ჰყავთ 3 შვილი, 7 შვილიშვილი, 5 შვილთაშვილი. წყვილმა გასული წლის დეკემბერში კორონავირუსი დაამარცხა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)