15:46 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-16 12:57:41, 473 ნახვა

საზოგადოება
JTEC-ში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი დასრულდა.

მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიულოცეს. მათ ყურადღება საერთაშორისო კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და საერთაშორისო პარტნიორებს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ. ღონისძიების ფარგლებში მსმენელებმა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. 

დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი  ხუთი დღის განმავლობაში JTEC-სა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლებას ქართველი და ლიეტუველი ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად, ამერიკელი,  ლიეტუველი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics