|
2021-05-14 21:24:13, 677 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ სამუშაო შეხედრა გამართა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, სამუშაო შეხედრა გამართა ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულთან და სოფლის თანაშემწეებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ერთობლივად იმსჯელეს წამოჭრილი საკითხების მოკლე ვადებში გადაწყვეტაზე. ომარ ტაკიძემ ყურადღება გაამახვილა, მერიის მიერ დაგეგმილი სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების მოსახლეობაზე დროულად მიწოდების საკითხზე და ამ კუთხით სოფლის რწმუნებულების ჩართულობაზე. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით სოფლებში, მოსახლეობაზე ორიენტირებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა სოფლის ცენტრები, ამბულატორიები, სპორტული მოედნები, გარე განათებები, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სხვა ა.შ. დღესვე, ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ ჭვანის ცენტრში მცხოვრები დიმიტრაძეების პრობლემას, რომლებიც წლებია საფეხმავლო ბილიკით სარგებლობენ და სამანქანე გზით არასდროს უსარგებლიათ. ომარ ტაკიძის განცხადებით დიმიტრაძეების საკითხი, მაქსიმალურ ვადებში იქნება გადაწყვეტილი და ოჯახები, მალე ახალი საავტომობილო გზით ისარგებლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)