|
2021-05-14 12:34:37, 739 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - კობახიძეს და ივანიშვილის მსახურებს სურთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს პარლამენტში
„ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელსაც სურს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევიდეს პარლამენტში, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, „დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი“. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, კობახიძე ძალიან ცდება, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე საუბრობს. „ძალიან ცდება კობახიძე, როდესაც საუბრობს, რომ რაიმე სახის პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა ჩვენს ქვეყანაში. „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელსაც სურს, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევიდეს პარლამენტში და შემდეგ თავისუფლად, მცირე ოპოზიციის ფონზე იყვნენ და აკეთონ ის, რასაც აკეთებენ. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ როდესაც ამ პოლიტიკურ კრიზისშია ჩვენი თითოეული მოქალაქე და ჩვენ ექვსი თვე მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ისტემბლიშმენტზე ვსაუბრობთ, ადამიანები უმძიმეს გაჭირვებაში არიან. ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ ადამიანების ყოფიერებაზე. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო საქმიანობაც. კობახიძე და ბიძინა ივანიშვილის მსახურები არიან ის ადამიანები, ვისაც სურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს პარლამენტში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)