|
2021-05-14 12:14:18, 731 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი
ალბათ, უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელოვნური კრიზისი უკვე წარსულს ჩაბარდა. „ეს არა არის არც სუბიექტურად, არც ობიექტურად საინტერესო არავისთვის, მათ შორის არც ჩვენთვის. მთავარია, რომ პარლამენტი სათანადოდ არის დაკომპლექტებული, ოპოზიცია არის სათანადოდ წარმოდგენილი, არის ხელმოწერილი შესაბამისი შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით. აქედან გამომდინარე, მთელი ეს ხელოვნური კრიზისი უკვე წარსულს არის ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არ შემოვა, ამას არავისთვის, არც სუბიექტურად და არც ობიექტურად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა. შეიძლება უკეთესიც იყოს და ალბათ, უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)