07:05 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 11:41:21, 695 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გავიგეთ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდებოდა, რითაც საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის მარცხი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ 15 მაისის აქციის გადადებით, საბოლოოდ გაფორმდა მათი მარცხი.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, აშკარაა, რომ ოპოზიცია დამარცხდა ბრძოლაში, რასაც ერქვა ე.წ ხელოვნური კრიზისი და პარლამენტის საბოტაჟი.

 „ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ მოუწევთ 15 მაისის აქციის გადავადება და ეს რეალურად არსებობს და მათ არავითარი რესურსი ხალხის მობილიზაციის არც მანამდე არ ჰქონდათ, არც ახლა არ აქვთ, აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ისინი დამარცხდნენ ამ ბრძოლაში, რასაც ერქვა ე.წ ხელოვნური კრიზისი, პარლამენტის საბოტაჟი და ა.შ. გუშინ, როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდებოდა, უკვე ოფიციალურად საბოლოოდ გაფორმდა მათი მარცხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics