|
2021-05-14 11:28:40, 692 ნახვა
სამართალი
სასამართლომ აშშ-ის მოქალაქის დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები - ო.ფ, ჩ.ფ. და ო.მ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ფ-მ, ჩ.ფ-მ და ო.მ-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სოციალურ ქსელში მათ მიერ დარეგისტრირებული გამოგონილი პიროვნების, კერძოდ, ვითომდა საქართველოში მცხოვრებ, წარმოშობით გერმანელ ფრენკ ლუკას ბალაკის სახელით კომუნიკაცია დაამყარეს დაზარალებულთან - აშშ-ის მოქალაქე დ.კ-სთან. ნდობის მოპოვების შემდეგ, ბრალდებულები გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით, დაუკავშირდნენ დაზარალებულს და აცნობეს, რომ ფრენკ ლუკას ბალაკი მოჰყვა ავარიაში და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხის გაგზავნა საქართველოში მკურნალობის ხარჯების დასაფარად. დ.კ-მ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, ეტაპობრივად გადმორიცხა ჯამში 233 250 აშშ დოლარი, რასაც ო.ფ, ჩ.ფ. და ო.მ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის, მიზნით ო.ფ-მ, ჩ.ფ-მ და ო.მ-მ დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, გადარიცხეს ნიგერიის და თურქეთის რესპუბლიკებში, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რითაც მოახდინეს ჯამში 124 008 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი, ჩ.ფ-მ, მასთან დაკავშირებული პირის მეშვეობით, განკარგა პირად სარგებლობაში გადაცემული, თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრის მიმართ არსებული სახელშეკრულებო ვალდებულების დასაფარად, რა გზითაც მოახდინა 10 200 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ო.მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ო.ფ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ჩ.ფ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის პირველი ნაწილით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 9 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენით, ჩ.ფ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა მის საკუთრებაში არსებული, თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)