|
2021-05-13 11:19:51, 655 ნახვა
პოლიტიკა
„ლელო“ სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად საპარლამენტო ფრაქციას ქმნის
პარტია „ლელო“ სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველ ოპოზიციურ ფრაქციას ქმნის. ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი იქნება. „დღეს მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია, რომლის სახელწოდება იქნება „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და სწორედ ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნა ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში და სისტემურ გადატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება მხარდაჭერილი და ჩვენ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი. რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ჩვენგანი იქნება იმის გარანტორი, რომ ჩვენი მოქალაქეების, რომელთა ცხოვრებაც გაუარესდა „ქართული ოცნების“ გაუაზრებლობის გამო, მათი წარმომადგენელი ვიყოთ საქართველოს უმაღლეს ორგანოში.“, - განაცხადა მამუკა ხაძარაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)