03:31 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-11 15:59:19, 898 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გადაიდო

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას პროცესი, რომელიც 13 მაისს იყო ჩანიშნული, გადაიდო.

როგორც გიგი უგულავას ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, პროცესის გადადების მიზეზი პროკურორის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

მისივე თქმით, გიგი უგულავას საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან.

ეს არის ერთგვარი პოლიტიკური დევნის იარაღი. როცა დაჭირდებათ ამ საქმეს ჩამოიღებენ თაროდან, როცა დაჭირდებათ გადადებენ გაურკვეველი ვადით. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა თანაშემწერ და პროკურორის ჯანმრთელობის გამო ეს თემა გადაიდო, გაურკვეველი ვადით. ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან და სამწუხაროდ, სასამართლო ჩართლია ამ პოლიტიკურ დევნაში“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დღეს გიგი უგულავამ დაწერა, რომ მისი სასამართლო პროცესი 13 მაისს ჩაინიშნა.

„რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე. მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე“, - წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics