|
2021-05-11 13:14:11, 940 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ვივა ჯგუფმა“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა
„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით „ვივა ჯგუფმა“ დიღომში 312 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი ააშენა. საერთო ჯამში კომპლექსი 22,482 კვ.მ-ს შეადგენს. კორპუსის პირველი ბლოკის მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდა. პროექტის ჯამურმა მოცულობამ 4.2 მლნ დოლარი შეადგინა. კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა კომპლექსი მომხმარებელს კეთილმოწყობილ ეზოსა და მიწისქვეშა ავდოსადგომს სთავაზობს. 12 სართულიანი, ორი საცხოვრებელი ბლოკი თანამედროვე დიზაინითა და ექსტერიერით გამოირჩევა. კომპანია მშენებლობისას ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს იყენებს და აქტიურად უჭერს მხარს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მშენებლობის პროცესში 150 ადამიანია დასაქმებული. აღნიშნულის გარდა, კომპანიას დაწყებული აქვს ორი პროექტი ასევე დიღომსა და ზუგდიდში. დიღომის ახალ პროექტი მოიცავს 520 საცხოვრებელ ბინას, რაც საერთო ჯამში 31,237 კვ.მ-ს შეადგენს. ახალ პროექტზე დამატებით 200 ადამიანი დასაქმდება. კომპანია ცდილობს, საკუთარი სამშენებლო გამოცდილება და ხარისხი თბილისის გარდა სხვადასხვა რეგიონებში დანერგოს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა ქალაქ ზუგდიდში 52 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლის ჯამური სამშენებლო ფართი 3,133 კვ.მ. იქნება. „სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ახალი რეალობის პირობებში საქართველოს ბანკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. „ვივა ჯგუფი“ 6 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, მისი მთავარი უპირატესობები ბინების დროული ჩაბარება და მაღალი ხარისხია. კომპანიას უკვე წარმატებით აქვს დასრულებული პროექტები ბაგებში და ჟვანიას ქუჩაზე. ვფიქრობთ, ბანკისა და „ვივა ჯგუფის“ თანამშრომლობა კომპანიას კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც მის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება. ეს კი ახალი სამუშაო ადგილების და კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, „ვივა ჯგუფი“ მომხმარებელს კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს. კომპანიის მისიაა, მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა, ფლობდეს საკუთარ სახლს და იცხოვროს კომფორტულ გარემოში.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)