|
2021-05-10 17:36:34, 664 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გილოცავთ, კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება და „ქართული ოცნებაც“ ჩამოშორდება ხელისუფლებას
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ გიორგი რურუა და ნიკა მელია პოლიტპატიმრები იყვნენ. როგორც მან აღნიშნა, მთავარი გამარჯვება მიღწეული, რადგან გიორგი რურუა და ნიკა მელია თავისუფალია. „შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ყველამ მოვაწერეთ ხელი და „ნაცმოძრაობა“ ჯერ არ აწერს ხელს, იმედია, შეუერთდება. შავით თეთრზე წერია, რომ სწორედ პოლიტიკური პატიმრები იყვნენ გიორგი რურუაც და ნიკა მელიაც. ყველაფერი დღესავით ნათელია, მთავარი მიღწევა და გამარჯვება არის, რომ გიორგი რურუა და ნიკა მელია განთავისუფლდა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ დოკუმენტის შესრულებისკენ. კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება. ვულოცავ ნიკას, მის ოჯახის წევრებს, ვულოცავ ქართულ საზოგადოებას, მადლობა ევროპას, ამერიკას. ორკვირიანი ნერვების აშლილობის შემდეგ უნდა დავმშვიდდეთ, ოპოზიციურ ფლანგზე თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. განსხვავებულ აზრს უნდა მივეჩვიოთ, რადგან ერთი პარტია არ ვართ. მესამე ცენტრიც იქნება, ყველაფერი კარგად იქნება და „ქართული ოცნებაც“ ხელისუფლებას ჩამოშორდება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)