04:18 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-10 16:24:58, 713 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“.

„საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ურთიერთმიმოსვლის ხელსაყრელი პირობების შემოღებას. შეთანხმება ითვალისწინებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის ვიზის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას.

ხოლო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრმა, ირენა სტეფოსკამ მემორანდუმი გააფორმეს კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი“ მიზნად ისახავს ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, კულტურული კავშირების განვითარებას, რაც შესაბამის ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს, მათ შორის, კვლევითი საქმიანობის წახალისებას, ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, სემინარებში, კონფერენციებსა თუ სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობას.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს პირდაპირი კონტაქტების დამყარების წახალისებას კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: ლიტერატურა და საგამომცემლო საქმიანობა, საბიბლიოთეკო საქმიანობა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კინო, თეატრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics