04:18 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-10 15:01:12, 617 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიაზე: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - მაინც ის გააკეთა, რასაც ყველა ვურჩევდით

ჩვენთვის და ევროკავშირისთვის ცოტა ადრე რომ დაეჯერებინა, არც თვითონ იწვალებდა და არც სხვას აწვალებდა ამ გაჯიუტებით, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად და ნიკა მელიას პოლიტპატიმრად არ აღიარებს.

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენთვის და ევროკავშირისთვის ცოტა ადრე რომ დაეჯერებინა, არც თვითონ იწვალებდა და არც სხვას აწვალებდა ამ გაჯიუტებით, რადგან მაინც ის გააკეთა, რასაც ყველა ვურჩევდით და რაც ერთადერთი ადეკვატური გზა იყო მისი ციხიდან გამოსასვლელად.

შესაბამისად, ევროკავშირი არც მის პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნიკა მელიას ნელსონ მანდელობას. ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა. მიხვდნენ, რომ ჩვენ ვართ გაჯიუტებული და ძალიან უცნაური ხალხი. არა მარტო შეთანხმებაში დაგვეხმარნენ, არამედ იმ შეთანხმების განხორციელებაშიც გვეხმარებიან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, დღეს გაიმართება. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპატიმროს დღესვე დატოვებს.

ცნობისთვის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს პროკურატურამ გუშინ მიმართა. ამასთანავე, 8 მაისს ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობით ევროკავშირმა გადაიხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics