04:18 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-10 13:34:54, 959 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობამ „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო

მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ“.

​რეგლამენტი ევროკავშირთან ასოცირების და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“  შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში მომზადდა.

​რეგლამენტი განსაზღვრავს პესტიციდების მდგრადი გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მათი გამოყენებით გამოწვეული რისკებისა და უარყოფითი ზემოქმედების შემცირების, მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვისა და ისეთი ალტერნატიული მეთოდების გამოყენების გზით, როგორიცაა პესტიციდების არაქიმიური ალტერნატივები. 

​რეგლამენტის თანახმად, შემუშავდება სამოქმედო გეგმა, სადაც აღწერილი იქნება, თუ როგორ უზრუნველყოფს ქვეყანა მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის პრინციპების განხორციელებას; პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, მცენარეთა დაცვისას და მავნე ორგანიზმებისა და  კულტურების მენეჯმენტისას არაქიმიური მეთოდების გამოყენებას.

​მიღებული რეგლამენტის ამოქმედება უზრუნველყოფს პესტიციდების ბაზარზე განთავსების პროცედურების სრულყოფას, რაც წარმოადგენს მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტიანი გამოყენებისა და ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო მოხმარების საფუძველს.

​რეგლამენტი ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა. რეგლამენტის ამოქმედებისთვის გარდამავალი პერიოდის დაწესება განპირობებულია იმით, რომ სუბიექტებს, ისევე როგორც მაკონტროლებელ ორგანოებს, რომლებზეც გავრცელდება აქტის მოქმედება, მიეცეთ სათანადო დრო, რათა ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მოემზადონ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics