|
2021-05-08 14:43:14, 597 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - სალომე ზურაბიშვილის არც ერთი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებასთან წინააღმდეგობაში არ მოსულა
სალომე ზურაბიშვილს მისი პრეზიდენტობის განმავლობაში არ მიუღია არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის სასახლეში ბოლო დღეების განმავლობაში გამართული შეხვედრები „პოლიტიკური პროცესების სიმულაცია“ იყო. „ვიხილეთ „ქართული ოცნების“ მიერ დადგმული კარგი სპექტაკლი, სადაც ნებით თუ უნებლიედ ჩართული იყო ოპოზიციაც. ის პოლიტიკური პროცესების სიმულაცია, რომელიც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტის რეზიდენციაში ვნახეთ, ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს, რომ შექმნილიყო სურათი, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში და თქითქოს რაღაც ფასეულობა მიეცათ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის. ის, რა გადაწყვეტილებაც მიიღო სალომე ზურაბიშვილმა ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის სიახლე და სხვას არც ველოდებოდი. ჯერ სალომე ზურაბიშვილს არ მიუღია მისი პრეზიდენტობის განმავლობაში არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებასთან“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)