|
2021-05-08 13:13:21, 637 ნახვა
პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე - თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი არ უნდა იყოს „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი არ უნდა იყოს აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როგორც მან აღნიშნა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი „ქართულ ოცნებასთან“ პირისპირ რჩება, ყოველთვის მარცხდება. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ფიქრობს, რომ უნდა იყოს მძლავრი ოპოზიციური კანდიდატი, უნდა იყოს მძლავრი ე.წ. მესამე ოპოზიციური ცენტრის კანდიდატი, რომელიც პირდაპირ აფილირებული არ იქნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან ჩვენ ეს სცენარი უკვე ვიცით. როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რაც არ უნდა ბევრი სხვა პარტიის მიერ მხარდაჭერილი იყოს, რჩება პირისპირ „ქართულ ოცნებასთან“, ის ყოველთვის მარცხდება. ეს არის განვლილი რვა წლის გამოცდილება. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ მძლავრ ალტერნატიულ კანდიდატზე. ეს შეიძლება არ იყოს პირდაპირ „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატი, მაგრამ ასეთი კონსულტაციები გვაქვს და ჩვენ მხარს დავუჭერთ მსგავს კანდიდატს, ალტერნატიულ მესამე ცენტრის კანდიდატს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)