|
2021-05-07 13:59:34, 722 ნახვა
პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე აკაკი მინაშვილზე - „წვრილმანი ჟულიკები“ და ხულიგნები თავის პარტიაში მოიკითხოს
„წვრილმანი ჟულიკები“ და ხულიგნები თავის პარტიაში მოიკითხოს ბატონმა აკაკი მინაშვილმა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებას. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში „ნაციონალურ მოძრაობას“ ამნისტიასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გაუწევია. „წვრილმანი ჟულიკები“ და ხულიგნები თავის პარტიაში მოიკითხოს ბატონმა აკაკი მინაშვილმა. ბატონ მინაშვილის გარდა მოლაპარაკებებზე 10-11 სხვა ადამიანი იყო და ყველა ერთხმად ამბობს იმას, რასაც გიორგი ვაშაძე და ჩვენც ვამბობთ. მეც ვიყავი ზოგიერთ მოლაპარაკებაზე, როცა ბატონი გიორგი არ იყო. შესაბამისად, მეც ვადასტურებ, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით არანაირი მათი მოსაზრება, წინააღმდეგობა, მოლაპარაკების მაგიდასთან, არც დანიელსონი როცა ატარებდა ამას, არც შარლ მიშელის დროს, არ ჰქონიათ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობს“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძის მხრიდან უღირსი ჟულიკობა იყო, როდესაც აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამნისტიასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)