|
2021-05-04 12:06:04, 952 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელიას კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი, საპატიმროში აღმოჩნდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას კანონდარღვევით სურდა პოპულარობისა და შარავანდედის მოხვეჭა, სინამდვილეში კი, თავი საპატიმროში ამოყო. ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიას დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა და იძულებულია, დათანხმდეს გირაოს. „დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა, გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, მისი ყველა განცხადება, რომელიც თითქოსდა ემსახურებოდა იმას, რომ მელია გამოჩენილიყო თავისუფლებისთვისა და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად, სინამდვილეში ის ტრანსფორმირდა ადამიანად, რომელმაც დაარღვია კანონი, ამ კანონის დარღვევით უნდოდა პოპულარობის და შარავანდედის მოხვეჭა და რეალურად, აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა, საპატიმროში და ახლა იძულებულია, დათანხმდეს გირაოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)