|
2021-05-04 10:47:34, 588 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში მწვავედ ავარიული საცხოვრებელი სახლების კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ფიფიების ქუჩა N8ბ-ში, გორის ქუჩა N4-სა და თევდორე მღვდლის ქუჩა N42-ში მდებარე სახლებს სრული გამაგრება უტარდება. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართებზე სარდაფებში მიწის სამუშაოები სრულდება, საძირკველი რკინა-ბეტონით მაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „დიდუბის რაიონში ერთდროულად 43 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა მწვავედ ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები, რომელიც აქტიურ ფაზაშია. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, მოსახლეობის ყველა საჭიროება დავაკმაყოფილოთ და წვლილი შევიტანოთ ამხანაგობების მოწესრიგებასა და განვითარებაში“, - განაცხადა მამუკა ვეკუამ. აღნიშნული პროექტისთვის დიდუბის გამგეობის ბიუჯეტიდან 777 770 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)