21:24 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-03 14:56:52, 756 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა და პანაშვიდის გადახდა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პოლიციამ სასულიერო პირებს სასაფლაოებზე შესვლისა და საფლავების კურთხევის ნება არ მისცა.

„როგორც ირკვევა, აღნიშნული გაუგებრობა კომუნიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული.

ამჟამად პრობლემა მოგვარებულია და სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა“, - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics