01:18 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 13:08:06, 652 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული დარღვევებისთვის სასჯელს ამკაცრებს, ვაპირებთ, დავაყენოთ საკითხი, რომ კენჭისყრა გადაიდოს

ვაპირებთ, დავაყენოთ საკითხი, რომ კენჭისყრა გადაიდოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს და იმ შთანხმების სულისკვეთებას, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით იქნა მიღწეული.

„ქართული ოცნება“ ამკაცრებს სასჯელს ადმინისტრაციული დარღვევებისთვის. ეს ერთი მხრივ ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს ქვეყანაში და ასევე მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება სულისკვეთებას იმ შეთანხმების, რომელიც მიღწეულ იქნა შარლ მიშელის მედიაციის დახმარებით. ამიტომ ჩვენ დღეს აქ, საქართველოს პარლამენტში ვაპირებთ, რომ დავაყენოთ საკითხი, რომ გადაიდოს კენჭისყრა და განხილვა ამ საკითხის და მიეცეს შესაძლებლობა როგორც ოპოზიციას, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს პოზიცია რომ დაგვეფიქსირებინა, სწორედ ამიტომ მოვედით პარლამენტში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენი პირის მიერ ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე, ან 7-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics