06:13 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 10:08:38, 602 ნახვა

სამართალი
ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 29 აპრილს გაიმართება.

როგორც მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, ხელისუფლებას, პროკურატურასა და სასამართლოს კიდევ ერთი შანსი ეძლევათ, რომ ნიკა მელია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

„ხვალ, 29 აპრილს 11:00 საათზე ჩანიშნულია მორიგი სასამართლო პროცესი ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. ხელისუფლებას, პროკურატურას და სასამართლოს აქვთ კიდევ ერთი შანსი, რომ ნიკა მელია გაათავისუფლონ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უკანონო პატიმრობიდან. მათ შეუძლიათ, რომ მიმართონ შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვონ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება. სასამართლოს შეუძლია, წერტილი დაუსვას ამ უკანონო პატიმრობას. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ამ შანსს“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მას ბრალი ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 13 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics