|
2021-04-28 11:39:45, 553 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის ENER-T - ის ხელმძღვანელებს შეხვდა
ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია ENER-T საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და მზის ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს. ამის თაობაზე კორპორაციის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრაზე განაცხადეს. ისრაელის კორპორაციას ხელმძღვანელობდა ENER-T - ის მფლობელი იეჰუდა ჰარაცი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები დავით თვალაბეიშვილი, გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ბიზნეს გარემო, ასევე საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და ის პოტენციალი, რაც ქვეყანას განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით აქვს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება უცხოური ინვესტიციების შემოსვლას განახლებადი ენერგეტიკის განვითარების მიზნით. თავის მხრივ, კორპორაცია ENER-T - ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს დიდ შესაძლებლობებს პოსტპანდემიურ პერიოდში და აღნიშნეს დაინტერესება, განახორციელოს ინვესტიცია ქვეყნის განახლებად ენერგეტიკაში, კერძოდ კი, მზის ენერგიის ათვისებაში. აღინიშნა, რომ ENER-T - ი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია განახლებადი ენერგიის ათვისების მიმართულებით და წარმოდგენილია აშშ - ის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების, ესპანეთის, ინდოეთისა და ისრაელის ბაზრებზე. ENER-T - ში განიხილავენ საქართველო 100 მგვტ და მეტი სიმძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას და აღნიშნავენ, რომ ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ეკონომიკურად მომგებიანი იქნება. კორპორაციაში მიესალმებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, მოახდინონ მეტი დივერსიფიკაცია ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით და უფრო მეტად განავითარონ საკუთარი ენერგეტიკული რესურსები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ისრაელის კორპორაცია მზადაა, შეისწავლოს საქართველოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები. თავის მხრივ, ენერგეტიკის განვითარების ფონდი პოტენციურ ინვესტორებს აღმოუჩენს დახმარებას, რათა მზის ელექტროსადგურის პროექტი წარმატებით განვითარდეს.
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)