|
2021-04-28 11:21:10, 908 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ოპოზიციას - ნუ ზიხართ ჩასაფრებულ პოზიციაში, თუ ერთმანეთს დავკბენთ, ვერ მივაღწევთ შეთანხმებას
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ოპოზიციის ნაწილს, რომელმაც შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, რომ შეუერთდნენ შეთანხმებას. როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, ოპოზიციის ერთიანობა მნიშვნელოვანია და თუ ოპოზიცია ერთმანეთს „დაკბენს“, საბოლოო შეთანხმება, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება, ვერ იქნება მიღწეული. „მინდა მივმართო ოპოზიციურ კოლეგებს, რომელიც არ შეუერთდნენ ამ შეთანხმებას, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, არასწორია და უსამართლოა ჩასაფრებული პოზიციის დაჭერა ამ შემთხვევაში, ნუ ეძებთ მიზეზებს, რომ აუცილებლად ვაჩვენოთ, რომ რაღაც არის ცუდად. ჩვენი ერთიანობა, ერთად დგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვანი ეროვნული თანხმობის დოკუმენტის აღსრულება მოხდეს ზედმიწევნით, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ნუ ზიხართ ჩასაფრებულ პოზიციაში, ეს დოკუმენტი ჩვენი საერთო ბრძოლით არის მიღწეული, რომელიც გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის და მანდ უკვე დაიწყო შედეგების მოტანა. ამიტომ გავერთიანდეთ, ერთად დავდგეთ, იმიტომ რომ მთავარი ამოცანა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩამოშორების ამოცანა არსად არ წასულა, თუ ჩვენ ერთმანეთს დავკბენთ, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივაღწევთ საბოლოო შეთანხმებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)