|
2021-04-26 17:15:34, 640 ნახვა
რეგიონი
კახეთში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სამაცივრე მეურნეობა შეიქმნება
საქართველოს მთავრობის სხდომაზე პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, რამდენიმე საწარმოს პროექტი დამტკიცდა, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამოქმედება და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ინფორმაცია დამტკიცებული პროექტების შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გააცნო. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობის შექმნას გულისხმობს, კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, რისთვისაც შპს „აჩინებულს" პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად სოფელ აჩინებულში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები გადაეცემა. კომპანიის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტი მოიცავს 650 ტონის მოცულობის სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას და თანამედროვე მანქანა-მოწყობილობებით დაკომპლექტებას. მაცივრის ოპტიმალურად დატვირთვისათვის საორიენტაციო, ყოველწლიური შესანახი და სარეალიზაციო პროდუქცია იქნება საადრეო, საზაფხულო და საშემოდგომო ხილი და ბოსტნეული. შპს „აჩინებული" პროექტის შესაქმნელად 600 000 ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას და ათეულობით ადამიანის დასაქმებას აპირებს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)