|
2021-04-26 17:11:53, 821 ნახვა
რეგიონი
სოფელ იდლეთის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
შპს „ერ ტე დე“-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთში მისასვლელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული გზის სიგრძე 1 070 გრძივი მეტრია, გზის რებაილიტაციის ღირებულება კი 349 999 ლარი. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, შპს „სოფლის წყალმა“ 350 გრძივი მეტრი სასმელი წყლის დაზიანებული მილი ამოცვალა. დაზიანებული გზა არაკომფორტული იყო, აფერხებდა ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას. სოფლად მისასვლელი გზების მოწყობა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის სოფლებში მისასვლელი გზების უმეტესობა განახლებულია. პროცესს გავაგრძელებთ, ვიდრე ყველა სოფელს მისასვლელი გზა არ მოუწესრიგდება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ. #საგზაოინფრასტრუქტურა2021 #გაიგერაკეთდაშენსსოფელში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)