|
2021-04-26 16:29:06, 650 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული საწოლფონდი, დღეის მდგომარეობით, საკმარისია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული საწოლფონდი, დღეის მდგომარეობით, საკმარისია. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ქვეყანაში დამატებითი კლინიკების მობილიზებაზე მუშაობა მიმდინარეობს. „ინფექციის გარკვეულწილად მატებასთან ერთად იზრდება მობილიზება ჯანდაცვის სექტორშიც. დღეის მდგომარეობით, 3 700-მდე პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში. მიდის მუშაობა დამატებითი კლინიკების მობილიზებაზე. გეგმა გვაქვს 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება. დღევანდელი მდგომარეობით აქტიური შემთხვევები დაახლოებით 14 ათასამდეა. გასული მეორე ტალღის პერიოდში აქტიური შემთხვევები 31 ათასი იყო. ეს იყო მაქსიმალური პიკური მაჩვენებელი. ამ პერიოდში საწოლფონდის დატვირთვა შეადგენდა 6 700 პაციენტს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური დატვირთვის პირობებში, დაახლოებით 7 500 საწოლის მობილიზება სჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს, თუმცა დღევანდელ მდგომარეობაში, ის საწოლფონდი, რომელიც გვაქვს არის სრულად საკმარისი. მეტი დატვირთვაა თბილისზე, სხვაგან საბედნიეროდ უკეთესი მდგომარეობაა. ამდენად, თბილისში აქტიურად ხდება საწოლების მობილიზება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)