|
2021-04-24 17:18:04, 878 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ შეუქცევადი რღვევის პროცესი მიმდინარეობს, სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოიშალა
„ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს შეუქცევადი რღვევის პროცესი, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოიშალა, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომას. მისი თქმით, არგუმენტები, რომელიც თალაკვაძემ თანამდებობის დატოვების მიზეზად დაასახელა, სრულიად გაუგებარია. „არგუმენტები, რაც არჩილ თალაკვაძემ მოიყვანა, სრულიად გაუგებარია. რა უნდა თქვას, ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებაში“ შეუქცევადი რღვევის პროცესი მიმდინარეობს. ფაქტიურად ჩამოიშალა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკურ საქმინობას საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის პოზიციაზე განაგრძობს. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნულ პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)