|
2021-04-24 15:40:49, 867 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა
ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ორშაბათიდან პარლამენტი ახალ ეტაპზე გადადის, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი. „პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არჩილს გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება და მან ძალიან ღირსეულად გაართა თავი ამ საქმეს. მისი ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რამდენად სწორად ხედავს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და რაც მთავარია, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, სამომავლო განვითარებას. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს და მთლიანად გუნდს ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ და ვთვლი, რომ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)