|
2021-04-24 13:05:36, 697 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას მართავენ
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, „საიას“, „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენლებს შეხვედრას მართავენ. შეხვედრა თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ ცოტა ხნის წინ დაიწყო. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობენ. „გასაგებია, რომ შეიძლებოდა ერთი ან მეორე მხარისთვის უკეთესი პირობები ჩაწერილიყო, მაგრამ მეც ვიზიარებ, რომ ეს არის კომპრომისული ვარიანტი. ცხადია, რომ ყველაფერი, ყველა მხარის მოსაწონი არ იქნება. ყველამ უნდა გაიზიაროს ეს საკითხი, იფიქროს ამაზე და ვფიქრო, რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს შანსი, რომ უახლოეს მომავალში გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, ეკა გიგაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)