22:16 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 12:21:17, 882 ნახვა

პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - სალომე სამადაშვილი ნამდვილი გმირია, ის მხარდაჭერას იმსახურებს ყველასგან

მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, რომელმაც გამოიჩინა გამბედაობა და ხელი მოაწერა დოკუმენტს, მისი ყოფილი პარტიის მხარდაჭერის გარეშე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ვიოლა ფონ კრამონი შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე სალომე სამადაშვილის ხელმოწერას აფასებს და პოლიტიკოსს, ნამდვილ გმირს უწოდებს.

„ნამდვილი გმირი. სალომე სამადაშვილი იმასხურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს დაძლიოს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ დააბრუნოს ქვეყანა კონსტრუქციულ, ევროატლანტიკურ გზაზე. დიდი მადლობა ამ პოლიტიკოსებს“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა, თუმცა დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა პარტიის ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა დააფიქსირა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics