22:16 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 11:15:04, 543 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს და ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ვიდეოკონფერენციის ფორმატის შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, აგნე ბილოტაიტესთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობას 2021-2022 წლებში.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტით განსაზღვრულ სფეროებში, როგორიც არის: საგანგებო სიტუაციების მართვა, პროფესიული განათლება, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საგზაო უსაფრთხოება და სხვ., თანამშრომლობას განახორციელებენ საერთო პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობის, გამოცდილებისა გაზიარების, სამუშაო ვიზიტებისა და ტრენინგების ორგანიზების გზით.

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ.

ვიდეოკონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლევან ღვაჩლიანმა და საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics