|
2021-04-23 16:10:49, 760 ნახვა
პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩუსი - უკრაინამ და საქართველომ უნდა მიიღონ MAP-ი და ნატო-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება
უკრაინამ და საქართველომ უნდა მიიღონ MAP-ი და ნატო-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი თავდაცვისა და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერში“ წერს. „რუსეთმა გამოაცხადა კიდევ ერთი „შეხედულება“ იმის შესახებ, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად დონბასში სიტუაცია გაამწვავა. კრემლის ყველა ამ მანევრის შემდეგ, უკრაინამ და საქართველომ უნდა მიიღონ MAP-ი და ნატო-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება“, - წერს ლინკევიჩუსი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)