2021-04-23 10:18:43, 676 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული თბილისში დააკავა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,